www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: ფაბრიკა 1900
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / განცხადების ვადა: 27 აგვისტო

"ფაბრიკა 1900" გოფრირებული მუყაოს შესაფუთი მასალების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში.

შესაფუთი მასალა, რომელსაც კომპანია ქმნის, არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერტიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.

კომპანიის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ საიტზე: http://fabrica1900.ge/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სპეციალისტი.

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:

სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (ტრანსპორტირების ხარჯებს ფარავს კომპანია)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00, 1 საათი შესვენება
ანაზღაურება: 2000 ლარი;
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** ადგილობრივი შესყიდვების განხორციელება და ლოჯისტიკის დაგეგმვა/შესრულება;
** არსებულ მომწოდებლებთან კომუნიკაცია / ახალი მომწოდებლების მოძიება, მათთან პირობებზე მოლაპარაკება და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება;
** კონკრეტული პროდუქციის შესყიდვა კომპანიაში განსაზღვრული ინტენსივობის შესაბამისად;
** პროდუქციის შესყიდვა სხვადასხვა სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად;
** შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** პროდუქციის მოწოდების ვადების კონტროლი და შესაბამისი პირების ინფორმირება;
** შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ადგილობრივი შესყიდვების მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** წარმოებაში მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** გამოსაცდელი ვადა.

არაფინანსური სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ტრანსპორტირების ხარჯის დაფარვა;
** კვება.

თუ აკმაყოფილებთ თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ გუნდს, რომელიც გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას, გამოწვევებით სავსე, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, 27 აგვისტოს ჩათვლით გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: HR@fabrica1900.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სპეციალისტი

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 32 212 20 30 (შიდა ნომერი - 1015);
რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "ფაბრიკა 1900"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.

"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |