www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გამყიდველ-კონსულტანტი
მომწოდებელი: T-South LLC
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / განცხადების ვადა: 29 აგვისტო

T-South LLC.- ავტოსაბარგულების მაღაზია (THULE-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი) აცხადებს ვაკანსიას გამყიდველ-კონსულტანტის პოზიციაზე.

ქალაქი: თბილისი.

მოვალეობები:

** გაყიდვა და მომხმარებელთან უშუალო კონტაქტი/ კონსულტაცია;
** საჭირო პროდუქტების ძიება კატალოგის გამოყენებით;
** სალარო აპარატთან მუშაობა;
** ვიტრინების დროულად შევსება ახალი საქონლით;
** ფასების კონტროლი და ტეგების ასახვა;
** გაყიდული პროდუქციის აღრიცხვა,
** ნაშთის მიწოდება;
** მონაწილეობა ინვენტარიზაციაში;

მოთხოვნები:

** გამოცდილება გაყიდვების სფეროში (გამოცდილების არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ტრენინგი);
** სხვადასხვა ბრენდის მანქანების საბაზისო ცოდნა;
** ახალი ინფორმაციის დამახსოვრების, ათვისების უნარი;
** დავის კომპრომისით გადაწყვეტის უნარი;
** Excel და Word პროგრამების მომხმარებლის დონეზე;
** სავაჭრო პროგრამაში DarieX მუშაობის გამოცდილება (ან პროგრამაში მუშაობის სწავლის უნარი);
** ქართული ენის ცოდნა სრულყოფილ დონეზე;
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** ინიციატორი;
** პასუხისმგებელი;
** პუნქტუალური;
** კომუნიკაბელური;

პირობები:

გრაფიკი:

** 5/2 (კვირა და კვირის ერთ-ერთი დღე)
** 10 დან 19 მდე;
** ფიქსირებული ხელფასი 900 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ);
** ბონუსები გაყიდვების გეგმის შესრულების მიხედვით;
** ხელფასი დროულად;
** ზრდის პერსპექტივები: გაყიდვების მენეჯერი, კომპანიის განვითარების მენეჯერი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მეილზე: tsouth.ltd@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |