www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგისტრაციების ზედამხედველი
მომწოდებელი: სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თბილისი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / განცხადების ვადა: 29 აგვისტო

სასტუმრო "ჰოლიდიეი ინნ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრაციების ზედამხედველის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მონიტორინგი და ეფექტური კოორდინაცია;
** რეგისტრაციების მენეჯერის დავალებით აწარმოოს, თანამშრომლების სამუშაო განრიგის სწორად დაგეგმვა;
** გაუწიოს მონიტორინგი დეპარტამენტის მუშაობას ფინანსური რეპორტებისა და სტუმრების უკუკავშირის საფუძველზე. ცუდი შედეგების შემთხვევაში, მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, მიმართოს რეგისტრაციების დეპარტამენტის მენეჯერს;
** მონაწილეობა მიიღოს ისეთი პროგრამების დანერგვასა და კოორდინირებაში, რომელიც თანამშრომლებს წაახალისებს და საბოლოოდ გაზრდის შემოსავალსა და სტუმრების კმაყოფილების ხარისხს;
** დახმარება გაუწიოს რეგისტრაციების დეპარტამენტის მენეჯერს ტრენინგების მომზადებაში, დაგეგმვასა და ჩატარებაში;
** შესყიდვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და შესყიდვის პროცესის კონტროლი;
** გარკვეული იყოს მიმღებში მიმდინარე პროცესებისა და ოპერაციებში: ნომრების დაჯავშნა, სტუმრის განთავსება/გაცილება, ელექტრონული წერილების მიღება და გაგზავნა;
** სტუმართან თავაზიანი შეხვედრა; რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ყველა წესის დაცვით;
** სტუმრის შესახებ არსებული და დამატებითი ინფორმაციის პროგრამაში შეყვანა;
** სტუმრებზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
** სტუმრების მიერ ანგარიშების დროულად დახურვის უზრუნველყოფა;
** გამსვლელთა სიის ანგარიშების წარმოება, რომ სტუმარმა არ დატოვოს სასტუმრო ანგარიშსწორების გარეშე;
** სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება და უმოკლეს ვადაში პრობლემის მოგვარების სტატუსის შემოწმება;
** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ;
** სტუმრის დახვედრისა და გაცილების უზრუნველყოფა, სასტუმროში და მის გარეთ;

საჭირო უნარები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Career@hi-tbilisi.com და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |