"GASTRONOME"-ის ჰოლდინგი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია შვიდი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით; SHOP & DINE კონცეფციის რესტორნებით: Bistro by GASTRONOME; Argentinian Steakhouse by GASTRONOME; მეიდანზე ქართული რესტორნით "თამარა "; და კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by GASTRONOME.
"GASTRONOME"-ის გუნდში ვეძებთ თანამშრომელს ბარმენის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის
** გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად
** სასმელის მომზადება სწრაფად და ხარისხიანად
** ბრუნვის ანალიზის მიხედვით საჭირო პროდუქციის შეძენა მენეჯერთან შეთანხმებით
** რესტორნისათვის დადგენილი პროცედურების ზედმიწევნით შესრულება
** ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია.
მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
სამუშაო გრაფიკი: მოძრავი
ლოკაცია: თბილისი
დაინტერესების შეთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge.
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.