www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ჰიტეკო გრუპი
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

"ჰიტეკო ჯგუფი" არის სწრაფად მზარდი, წარმატებული სამშენებლო კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2018 წლიდან. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოების შესრულება, რომელიც იყოფა ორ ძირითადი მიმართულებად, ესენია:

** სამშენებლო მძიმე ტექნიკით მომსახურება;
** სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;

კომპანიის მთავარი მიზანია მისი პროფესიონალი და კარგად ორგანიზებული გუნდით საქმე შეასრულოს შეთანხმებულ ვადებში, უმაღლესი ხარისხით.

სამშენებლო კომპანია "ჰიტეკო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე

მოვალეობები:

** საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება;
** საოფისე მარაგების მართვა;
** კორესპონდენციის ორგანიზება;
** ელექტრონული ფოსტის სისტემატიური კონტროლი;
** საბუთების კონტროლი, მოწესრიგება;
** დოკუმენტაციისა და ოფიციალური წერილების შედგენა;
** საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
** პერსონალის საქმიანობის ორგანიზება და საკადრო საქმისწარმოება;
** სტუმართა მიღებისა და ღონისძიებების ორგანიზება;
** კომპანიის ადმინისტრაციის სხვა დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე);
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების MS Office ცოდნა - (შემოწმდება გასაუბრების დროსაც);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალური და მოწესრიგებული;
** ენერგიული და კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ინიციატივიანი და სამართლიანი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემების ანალიზისა და სწრაფად გადაჭრის უნარი;

პირობები:

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, კრწანისის ქუჩა 22/24
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00სთ. შაბათი - 10:00 - 14:00სთ
ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია კანდიდატის განათლება და გამოცდილებაზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hitecogr@hitecogroup.com.ge და გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "ოფისის მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |