"C9" - ICT გადაწყვეტილებების პროვაიდერი კომპანიაა. ჩვენი მიზანი, კორპორაციული და საჯარო სექტორისათვის, თანამედროვე ტექნოლოგიური პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების მიწოდებაა.
კომპანიის ძირითადი სერვისები: გამოთვლითი სისტემების გადაწყვეტილებები, ინფორმაციული უსაფრთხოების გადაწყვეტილებები, ქსელისა და სატელეკომუნიკაციო სისტემების გადაწყვეტილებები; საკონტაქტო ცენტრები, მონიტორინგის სისტემები და ღრუბლოვანი სერვისები.
ვებ-გვერდი: http://www.c9.ge
"C9"-ში, ვეძებთ სისტემური გადაწყვეტილებების ინჟინერს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სერვერული და მონაცემთა სანახი სისტემების გადაწყვეტილებების მიმართულებით, კომპანიის სტრატეგიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება.
ტექნიკური ამოცანების გაანალიზება, გადაწყვეტილებების შემუშავება და პრეზენტირება.
** სერვერული, მონაცემთა სანახი და ბექაფ სისტემების არქიტექტურის შემუშავება, იმპლემენტაციის დაგეგმვა და შემდგომი ინტეგრაცია.
** დანერგილი გადაწყვეტილებებისთვის დოკუმენტაციის შედგენა. (ქართულ და ინგლისურ ენაზე)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სერვერების და მონაცემთა სანახი სისტემების მუშაობის პრინციპების სიღრმისეული ცოდნა.
** ვირტუალიზაციის პრინციპების სიღრმისეული ცოდნა.
** სამუშაო გამოცდილება, ისეთი მწარმოებლების აპარატურასთან, როგორიც არის: Dell EMC, HPE, Lenovo, Nutanix, Vmware. (ჩამოთვლილი მწარმოებლების მიერ, გაცემული სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად)
** HCI-ის გადაწყვეტილებების ცოდნა და მასთან დაკავშირებული სამუშაო გამოცდილება.
** AWS-ის ძირითადი სერვისების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** კონტეინერული სისტემების მუშაობის პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00 - 18:00)
ჩვენ გთავაზობთ:
** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@c9.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.