www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში.

კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.

კლინიკა მედის პრიორიტეტები:

** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას მედდის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** პაციენტის მიღება, მომზადება და ექიმის დახმარება პროცედურების დროს;
** სამუშაო ადგილზე წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;

სამუშაო გრაფიკი ყოველ მეორე დღეს დილის 9:00-საღამოს 21:00 მდე, თვეში გამოდის 15-16 დღე;

ანაზღაურება განისაზღვრება სტაჟის მიხედვით 570-დან 720 ლარამდე.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

აუცილებელი მოთხოვნები:

** სამედიცინო განათლება;
** მედდის დიპლომი;
** სასურველია გამოცდილება;

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მომხიბვლელ ფასდაკლებებს კლინიკა მედის პროცედურებზე;
** სასაჩუქრე ქულებს;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |