www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 31 აგვისტო

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობა:

** მომხმარებელთან ურთიერთობის მიმართულების, როგორც ცხელი ხაზის, ასევე მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახურების მუშაობის სრული ციკლის მართვა: მუდმივი ინფორმირებულობა სამუშო პროცესის მიმდინარეობის შესახებ;
** დეპარტამენტის პოლიტიკის და პროცესების მუდმივი სრულყოფა, კომპანიის მისიის, მიზნების და ბიზნესის სპეციფიკის შესაბამისად;
** მიმართულების მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის შესწავლა, მენეჯმენტისთვის განსახილველად წარდგენა და კომპანიაში დანერგვა;
** მომხმარებლისთვის დროული და ხარისხიანი მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა მომსახურების საუკეთესო სტანდარტების სრული დაცვით;
** მომხმარებლის განაცხადებსა და შეკითხვებზე სრულყოფილი პასუხების მომზადების უზრუნველყოფა კომპანიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობით;
** ღონისძიებების გატარება შესაძლო პრობლემური სიტუაციების პრევენციისთვის; პრობლემების იდენტიფიცირების შემთხვევაში მათი აღმოფხვრის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; შედეგების ანალიზი;
** პერსონალის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის რეგულარული მონიტორინგი, შედეგების ანალიზი, სუსტი მხარეების გამოვლენა და ღონისძიებების გატარება მათ აღმოსაფხვრელად; შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის ინიცირება, დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების მონიტორინგი;
** დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.

დაქვემდებარებული პერსონალის მართვა:

** პერსონალის უზრუნველყოფა ადგილზე სწავლებით/სასწავლო პროგრამებში ჩართვა;
** კომპანიაში დანერგილი ახალი ინსტრუქციების, ნორმატიული აქტების, მეთოდოლოგიის გაცნობა;
** შესრულებული სამუშაოს შეფასება;
** მუდმივი ზრუნვა დაქვემდებარებული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების დარგში;
** მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის ძლიერი უნარ-ჩვევები;
** ინტერპერსონალური და მომხმარებელთან ურთიერთობის ძლიერი უნარ-ჩვევები;
** ორგანიზებულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** ძლიერი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევები;
** გუნდის ფორმირების და მართვის, ლიდერული უნარ-ჩვევები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არაუგვიანეს 2022 წლის 31 აგვისტოსა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |