ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაოს ტიპი: სრული/არასრული განაკვეთი.
ძირითადი მოვალეობები:
** მიიღოს პროგრამული და არაპროგრამული პაციენტები, აიღოს სისხლი კვლევებისათვის, მიზნობრივი ჯგუფების შესაბამისად;
** გასცეს ტესტი ფარულ სისხლდენაზე გამოსაკვლევად;
** უზრუნველყოს ცენტრის ფილიალიდან პროგრამის ფარგლებში მიღებული მასალის, შესაბამისი დოკუმენტაციის, მიმართვის ფორმების კონტროლი და მოამზადოს მასალა ექიმი ლაბორანტისათვის;
** უზრუნველყოს საკვლევი მასალების აღრიცხვა;
** მეთვალყურეობა გაუწიოს ლაბორატორიაში აუცილებელი სან-ჰიგიენური პირობების დაცვას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამისი სამედიცინო განათლება;
** საექთნო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გამართული მეტყველების უნარი
** ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა
** თავაზიანობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@gnsc.ge ამასთან გთხოვთ, საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!