www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: პრაქტიკა
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

"სს პრაქტიკა" არის ევროპული სარემონტო მასალების წარმომადგენელი, ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ მხოლოდ ევროპული, მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია.
ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტულ სამუშაო პირობებს, პროფესიონალურ ტრენინგებს, საინტერესო ბრენდებს, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.
კომპანიის მიმართულებაა: საღებავები (ბერძნული), სამღებრო ინსტრუმენტები (გერმანული), სილიკონები და ქაფები (ბერძნული), პროფესიონალური ჰიდროსაიზოლაციო მასალები (ბერძნული).

კომპანია "სს პრაქტიკა" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

** კორპორაციული კლიენტების მოძიება და მოზიდვა
** პოტენციური კორპორაციული კლიენტების მოთხოვნების შესწავლა
** პოტენციურ კორპორაციულ კლიენტებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება
** კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება
** ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება
** პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და პროდუქტის შეთავაზება
** არსებული კლიენტებისათვის კორპორაციული შეთავაზების განახლება პროდუქტის დამატებითი სარგებლიანობის, მომსახურების მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
** სხვადასხვა სახის კორპორაციული შეთავაზებების მომზადება
** პოტენციურ მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა
** კორპორაციული კლიენტების მონაცემთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი
** სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ანალიზი
** შედეგებზე შიდა ანგარიშგებების მომზადება

პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სტრუქტურის და თეორიული საფუძვლების ცოდნა
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)

პოზიციისთვის აუცილებელი უნარები / კომპეტენციები:

** კომუნიკაბელურობა
** დაგეგმვის და დროის მართვის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** დახვეწილი მეტყველების უნარი
** პრეზენტაბელურობა
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
** სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი
** კრეატიულობა
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი
** მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა
** დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი

სამუშაო განაკვეთი: 10-18 სთ, დასვენების დღე - კვირა.
ანაზღაურება: მაღალი ფიქსირებული ხელფასი + კარგი ბონუსური სისტემა რეალიზაციაზე მიბმული.

დაინტერესებულ პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე - CV ელ-ფოსტაზე: info@practice.ge.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |