www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მითერი/ადმინისტრატორი
მომწოდებელი: გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" არის წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის Global Benefits Group (GBG) ექსკლუზიური რეგიონული წარმომადგენელი საქართველოში 2017 წლიდან. "Global Benefits Group" ამერიკული საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფია. 37-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია გლობალურ ბაზარზე ოპერირებს, მსოფლიოს 120 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობითი ოფისები და ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მითერი/ადმინისტრატორის პოზიციაზე.

განცხადების ვადა: 01.08.2022-01.09.2022
მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5

ფუნქციები:

** კომპანიის სტუმრების და მომხმარებლების დახვედრა და სწორი გადამისამართება;
** დაზღვეულის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;
** საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დაზუსტება და დაზღვეულისთვის მიწოდება;
** შემოსული კორესპონდენციის მიღება, რეგისტრაცია, დასკანირება, შენახვა. დასკანირებული ვერსიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში ელექტრონული ფოსტით გადაგზავნა;
** გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია და გაგზავნის უზრუნველყოფა;
** შემოსული და გასული კორესპონდენციის დახარისხება და სისტემატიზაცია;
** მომხმარებლისათვის სამოგზაურო დაზღვევის პოლისის გაფორმების მხარდაჭერა;
** საფოსტო და საკურიერო მომსახურების მომწოდებელ კომპანიებთან კომუნიკაცია;
** შეხვედრების ოთახის ჯავშნის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office)

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა
** თავაზიანობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გაცნობებთ, რომ "სს რისკების მართვისა და სადაზღვევო გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |