www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აგრომეტეოროლოგი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტში აგრომეტეოროლოგის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები
ანაზღაურება: 800-დან 1400 ლარამდე ხელზე ასაღები ხელფასი (გამოცდილების და პროფესიული უნარების შესაბამისად).
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორაციული დაზღვევით.

ფუნქცია - მოვალეობები:

** შეისწავლის დასაცავი ტერიტორიების აგროკლიმატურ მახასიათებლებს მუნიციპალიტეტების მიხედვით;
** სეტყვის პროგნოზის შემთხვევაში აკეთებს ანალიზს სეტყვასაშიში ღრუბლის შესაძლო გადაადგილების შესახებ;
** აზუსტებს მუნიციპალიტეტების მიხედვით დაზარალებულ რაიონებს;
** აზუსტებს მუნიციპალიტეტების მიხედვით დასეტყვილი ფართობების ოდენობას;
** ზემოქმედების ჯგუფებს უტარებს პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს;
** სამეცნიერო ბაზის შესაქმნელად დაამუშავებს საარქივო მასალებს;
** მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე ამზადებს წინადადებებს დოკუმენტებში ცვლილებების შესატანად;
** განიხილავს ჩატარებულ ზემოქმედებებს და შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს და დასკვნებს;
** სეზონის დამთავრების შემდეგ ამზადებს წლიურ ანგარიშს, აგრეთვე ამზადებს შესრულებული სამუშაოების შესახებ პერიოდულ ანგარიშებს და წარუდგენს ხელმძღვანელ პირს;
** შეიმუშავებს სამსახურის განვითარების გეგმებს;
** კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ზემდგომი ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებსა და მითითებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მიმართულებით, მეტეოროლოგის ან სხვა სპეციალობით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირების უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომპლექსური აზროვნება;
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
** ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
** ხარისხზე ორიენტირება;
** პროდუქტიულობა;
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "აგრომეტეოროლოგი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |