www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინფორმაციული უსაფრთხოების ინჟინერი
მომწოდებელი: C9
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

"C9" - ICT გადაწყვეტილებების პროვაიდერი კომპანიაა. ჩვენი მიზანი, კორპორაციული და საჯარო სექტორისათვის, თანამედროვე ტექნოლოგიური პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების მიწოდებაა.

კომპანიის ძირითადი სერვისები: გამოთვლითი სისტემების გადაწყვეტილებები, ინფორმაციული უსაფრთხოების გადაწყვეტილებები, ქსელისა და სატელეკომუნიკაციო სისტემების გადაწყვეტილებები; საკონტაქტო ცენტრები, მონიტორინგის სისტემები და ღრუბლოვანი სერვისები.

ვებ-გვერდი: http://www.c9.ge

"C9"-ში, ვეძებთ ინფორმაციული უსაფრთხოების ინჟინერს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ინფორმაციული უსაფრთხოების პროექტებში აქტიური ჩართულობა;
** დამკვეთებთან და მომწოდებლებთან აქტიური კავშირი;
** ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების პირველადი კონფიგურაცია და სრული დანერგვა;
** დამკვეთისთვის პროდუქტის შეთავაზება და პრეზენტაცია;
** გუნდის მხარდაჭერა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვასთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
** ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინფორმაციული უსაფრთხოების მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება (Antivirus, Mail Gateway, WAF, PAM, Vulnerability Scanner, SIEM, IPS-IDS, DLP;
** კიბერ უსაფრთხოების სტანდარტების და პრაქტიკების ცოდნა;
** ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@c9.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |