www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კოლეჯისა და უნივერსიტეტების კონსულტირების სპეციალისტი
მომწოდებელი: ამერიკული სკოლა პროგრესი
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი" ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

"პროგრესი" 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - "College Board"-ის მიერ. "პროგრესს" ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია "Advanced, " ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.

ეს ყოველივე "პროგრესს" ანიჭებს ოფიციალურ უფლებამოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!

ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!

მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!

"პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში კოლეჯისა და უნივერსიტეტების კონსულტირების სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქციები და მოვალეობები:

** პროაქტიულად ქმნის და ავითარებს პოზიტიურ ურთიერთობებს სკოლის საზოგადოებასთან (მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები);
** აყალიბებს პოზიტიურ სამუშაო ურთიერთობებს კოლეჯებთან და უნივერსიტეტებთან საერთაშორისო მასშტაბით;
** შეიმუშავებს კოლეჯ-კონსულტირების სილაბუსს;
** ახდენს კარიერის დაგეგმვას მოსწავლეებისთვის - კოლეჯის შერჩევა/განაცხადის პროცესების კუთხით;
** მუშაობს მოსწავლეებთან და მათ ოჯახებთან კონსულტირების შინაარსის და პროცესების სწორად გასაგებად;
** აწვდის მოსწავლეებს და მათ მშობლებს მათთვის ხელმისაწვდომ და საგანმანათლებლო ალტერნატივებს;
** ატარებს ჯგუფურ პრეზენტაციებს საკლასო ოთახებში და შეხვედრებისას;
** ქმნის და აღრიცხავს კატალოგებს, კოლეჯის გზამკვლევებს, ინფორმაციას სტიპენდიების შესახებ და სწავლის საფასურის საკითხებს;
** აორგანიზებს ინტერვიუს პროცესებს კოლეჯს/უნივერსიტეტსა და მოსწავლეს შორის;
** უზრუნველყოფს რომ მოსწავლემ სწორად შეავსოს სააპლიკაციო ფორმა და დროულად და უხარვეზოდ გადაიგზავნოს მისი დოკუმენტაცია/საბუთების პაკეტი შესაბამის კოლეჯში/უნივერსიტეტში;
** კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებს, რაც არ სცდება მოქმედ კანონმდებლობასა და სკოლის შიდა სამართლებრივ თუ ეთიკურ სტანდარტებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კოლეჯ/უნივერსიტეტის კონსულტირების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1- 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა;
** რუსული ენის კარგ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა სასურველია;
** უმაღლესი განათლება
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** არგუმენტირების უნარი
** დროის მენეჯმენტი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** ემპათიური

პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: განიხილება როგორც სრული, ასევე არასრული და/ან ჰიბრიდული სამუშაო განაკვეთი;
** მისამართი: თბილისი, ჯიქია, ანა პოლიტკოვსკაიას N39
** ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად

ჩვენს ორგანიზაციაში გელით კომფორტული სამუშაო სივრცე, პროგრესული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ თქვენი განახლებული რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr.tbilisi@schoolprogress.ge და Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |