www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების და მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: ვიონი საქართველო
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

ვიონის ჯგუფი წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. ვიონის ჯგუფი 10 ქვეყანაში 5 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი. ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია შპს "ვიონი საქართველო" საქართველოს ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს. ბილაინი უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz (B3), 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოიწერეთ ჩვენი LinkedIn-ის გვერდი: https://www.linkedin.com/company/veon-georgia/

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია ვიონი საქართველო, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების და მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში.

ვაკანსია არის დროებითი - გულისხმობს 6 თვით და 1 წლით დასაქმებას, თანამშრომლების დეკრეტული შვებულების დროს შეცვლის მიზნით.

ძირითადი მოვალეობები:

** ბილაინის მაღაზიაში შემოსული მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა
** მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა და შეთავაზება
** კომპანიის პროდუქტების გაყიდვა მიზნების და გეგმის შესაბამისად
** გაყიდვების მხარდამჭერ სისტემებში მუშაობა
** სალაროს ოპერაციების შესრულება

თუ შენ:

** გაქვს უმაღლესი განათლება ან ხარ სტუდენტი
** სრულყოფილად ფლობ ქართულ ენას და ასევე სასაუბრო დონეზე იცი ინგლისური და რუსული ენები
** სასურველია გქონდეს გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** შეგიძლია MS Office პროგრამებში (Word, Excel, PowerPoint) მუშაობა
** ხარ ორგანიზებული და შრომისმოყვარე
** გიყვარს კომუნიკაცია და მომხმარებლებთან ურთიერთობა
** შეგიძლია დამოუკიდებლად მუშაობა და გადაწყვეტილების მიღება
** გაქვს ანგარიშგების მომზადებისა და საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი
და გსურს დინამიკურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა,
გამოგვიგზავნე რეზიუმე https://jobs.lever.co/beelinege/4e16eaa1-9299-42fd-8850-7e4046a11a0b/apply

რეზიუმეს გამოგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

იყო ვიონის ჯგუფის წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს. ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას. პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |