www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს იურისტის ვაკანტურ პოზიციაზე.

მოვალეობები:

** კომპანიაში შესამუშავებელი/შემუშავებული დოკუმენტაციის სამართლებრივი ანალიზი;
** კომპანიის ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, კონტრაგენტებისგან მიღებული ხელშეკრულებების სამართლებრივი დამუშავება/ანალიზი და გაფორმების უზრუნველყოფა;
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შემუშავება, ცვლილებების განხორციელება და სათანადო წესით რეგისტრაცია;
** სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერთა/დამფუძნებელთა შეკრებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შედგენა და საჭიროებისამებრ ნოტარიული დამოწმება.
** ხელმძღვანელობისთვის ხელმოსაწერად წარსადგენი პროექტების, ბრძანებების, ინსტრუქციების, დებულებების, შინაგანაწესის და სხვა სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** კომპანიაში არსებულ დავებთან დაკავშირებული საქმიანობის (მათ შორის გამარტივებული წესით) წარმოება: სარჩელის, შესაგებლის, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების და სხვ. დოკუმენტაციის მომზადება/სასამართლოში წარდგენა და კომპანიის ინტერესებს დაცვა სასამართლოს ყველა ინსტანციაში;
** საქმიანი დოკუმენტაციის მათ შორის, საქმიანი კორესპონდენციის, ოქმების და ბრძანებების მომზადება;
** კომპანიის წარმოდგენა სახელმწიფო/ადმინისტრაციულ ორგანოებში;
** თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის, გადაყვანის, დაჯარიმების ან სხვა ადმინისტრაციული ზომების მიღების კანონიერების შემოწმება/ანალიზი;
** კომპანიის კონსულტირება და საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი სავალდებულო სამართლებრივი დოკუმენტაციით უზრუნველყოფა;
** სასაქონლო ნიშნების საქპატენტში რეგისტრაცია;
** დებიტორულ ვალდებულებებთან დაკავშირებით წერილობითი დოკუმენტაციის მომზადება;
** საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვა;
** დეპარტამენტში შემოსული დოკუმენტაციის სისტემატიზაცია;
** კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
** საჭიროებებიდან გამომდინარე, დეპარტამენტებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** თანამშრომლების პოზიციებიდან გამომდინარე, შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად უძრავ/მოძრავი ქონების შესაბამისი წესით დატვირთვა/რეგისტრაცია;

მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება ;
** იურისტად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება საცალო ვაჭრობის, დისტრიბუციის სექტორში სამუშაო გამოცდილების მქონე პირს);
** სავალდებულო ცოდნა: პროფესიული - სამოქალაქო, სამეწარმეო, ადმინისტრაციული სამართალი;
** სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Microsoft Office) სრულყოფილად ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "იურისტი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |