www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Financial Chain Corporation
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

საერთაშორისო საბუღალტრო კომპანია "Financial Chain Corporation" (http s://ge.f-chain.com/) 2002 წლიდან აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ბაზარზე და უზრუნველყოფს საბუღალტრო, იურიდიული, პერსონალის მართვის და აუთსტაფინგის მომსახურებას.

"Financial Chain Corporation"-ი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 3 წლისა;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა, სასურველია Fina.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
** პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი;
** დებიტორ/კრედიტორების კონტროლი;
** შემოსავლების და ხარჯების ოპერაციების კონტროლი;
** თვის დახურვის პროცესების წარმართვა;
** საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა.

სამუშაო გრაფიკი/პირობები:

** სახელფასო განაკვეთი: 1500 ლარი;
** სამუშაო გრაფიკი: ნორმირებული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00 სთ).

გთხოვთ, CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე: elekishvili@f-chain.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - ბუღალტერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |