"MyTalent.io" ეძებს გერმანულენოვან ფრილანსერებს, რომლებიც ვირტუალური ასისტენტის საქმიანობით არიან დაინტერესებულნი.
შენი პროფილი:
** გერმანული ენისა და გრამატიკის ცოდნა - B2 დონე და ზევით;
** ინგლისური ენისა ცოდნა არ არის სავალდებულო;
** დროის ეფექტური მართვის უნარი და საქმის ხარისხიანი შესრულება;
** საკუთარი ლეპტოპის ქონა სწრაფ ინტერნეტთან წვდომით;
ვირტუალური ასისტენტი ასრულებს სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ და კრეატიულ ამოცანებს, როგორიცაა მაგალითად:
** საკონტაქტო სიების და სამომხმარებლო ბაზების მართვა;
** კლიენტების გრაფიკების ორგანიზება;
** კლიენტებსა და მათ მომხმარებლებს შორის შეხვედრების დაგეგმვა;
** საჭიროების შემთხვევაში მოგზაურობის ორგანიზება;
** მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია;
** კორესპონდენციის მართვა და აუდიო მასალის წერილობით ფორმაში გადატანა;
** შეთავაზებებისა და შეხვედრის მასალების მომზადება, ორგანიზება და გადაგზავნა;
** თარგმნა (ინგლისური/გერმანული);
** საგადასახადო საკითხების და ბუღალტრული ანგარიშგების შემოწმება;
** კლიენტის მოთხოვნის მოგვარება ტელეფონით და მეილით მიმოწერის საშუალებით;
** სიახლეების გამოქვეყნება;
** ინტერნეტ ბაზრის კვლევა;
** ვებ-საიტისა და ბლოგის შემუშავება და რეგულარული დახვეწა;
** სოციალური მედიის მართვა კომპანიებისთვის და სხვა.
უპირატესობები:
** ვირტუალური/დისტანციური სამუშაო შენთვის სასურველ ადგილიდან ან ჩვენი ოფისიდან;
** სურვილის შემთხვევაში თავისუფალი გრაფიკი;
** მომსახურების საათების რაოდენობა შეთანხმებით;
** საწყისი ანაზღაურება 3,50 ევრო-4,00 ევრო საათში გამოცდილებიდან, უნარებიდან და დავალებებიდან გამომდინარე.
დაინტერესდით? მაშინ მიჰყევით ბმულს და შეავსეთ განაცხადი: https://osourced.is/de/jobs/deutschsprachige-virtuelle-assistenten-va-freelancer-gesucht-3/