www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამა
მომწოდებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
თანდართული ფაილი: 92011_gipa_3966053.zip
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 15 სექტემბერი

ჯიპა-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი აცხადებს მიღებას პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამაზე.

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ საბუთები:

** პროფესიული ბიოგრაფია (CV);
** შევსებული სააპლიკაციო ფორმა; იხილეთ თანდართული ფაილი
** მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დიპლომის ასლი პოლიტიკის მეცნიერებაში ან მომიჯნავე დარგებში, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, თავდაცვა და უსაფრთხოება, საჯარო მმართველობა, სოციოლოგია, ანთროპოლოგია, ისტორია, საზოგადოებრივი გეოგრაფია და სხვა. უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ;
** მაგისტრის დიპლომის დანართი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** ბიომეტრული ფოტოსურათი 3X4 - ზე;
** სადოქტორო კვლევის პროექტი (მინიმუმ 1000 სიტყვა); იხილეთ ფორმა
** ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი B2 დონის საერთაშორისო სერტიფიკატი. (TOEFL (P/B 513 score; I/BT 87score); IELTS (5.5 Band); FCE; BEC Vantage; PTE (General level 3); PTE Academic (59p); Michigan ECCE). ასეთის არ არსებობის, შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს შიდა გამოცდის ჩატარებას ინგლისურ ენაში; ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ის კანდიდატები, რომლებსაც დასრულებული აქვთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ;

შიდა მისაღები პროცედურები:

** გამოცდა ინგლისურ ენაში;
** გასაუბრება მიმღებ კომისიასთან (იხილეთ სავარაუდო დარგობრივი საკითხების ჩამონათვალი თანდართულ ფაილში)

შერჩევის კრიტერიუმები:

** მოტივაცია;
** გამოქვეყნებული ან დასაბეჭდად მიღებული სამეცნიერო ნაშრომების არსებობა;
** დარგის ცოდნა;
** წარმოდგენილი კვლევის პროექტი;
** პროფესიული ბიოგრაფიის შეფასება/სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივობები

საბუთების მიღება მიმდინარეობს 2022 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით, ჯიპა- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, იეთიმ გურჯის ქ.#7, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონული ვერსია ონლაინ მისამართზე: n.tchigvaria@gipa.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სადოქტორო პროგრამების ადმინისტრაციულ ხელმძღვანელს _ ქალბატონ ნათია ჭიღვარიას ტელ: 595659556

შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ თქვენ მაგისტრატურა დამთავრებული გაქვთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან - დიპლომთან ერთად, უნდა წარმოადგინოთ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |