www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტერიტორიული არეალის სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: Luca Polare
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

"ლუკა პოლარე" აცხადებს ვაკანსიას ტერიტორიული არეალის სერვისის მენეჯერის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** არეალში არსებული ფილიალების მართვა და უზრუნველყოფა, რომ თითოეული მათგანის მუშაობა შეესაბამებოდეს კომპანიის მიერ დადგენილ პროცედურებს, წესებსა და სტანდარტებს;
** ფილიალებში სამუშაო პროცესის მართვა Haccp-ის სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.
** დაქვემდებარებული ფილიალების მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფასა და მუდმივ ამაღლებაზე ზრუნვა
** ფილიალების სტუმრებისთვის მაღალი დონის მომსახურების უზრუნველყოფა;
** საკადრო საკითხების მართვა, როგორიც არის კადრების შერჩევაში მონაწილეობის მიღება, სამუშაო ადგილზე კადრების ჯეროვანი ტრენინგით უზრუნველყოფა, კადრების მოტივაციასა და შენარჩუნებაზე ზრუნვა, თანამშრომლებს შორის სამუშაოს განაწილება წესების მიხედვით და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** დაქვემდებარებული ფილიალების ბიუჯეტირებაში მონაწილეობის მიღება და ფინანსური გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** ფილიალებში პროდუქციის მომზადებისა და გაყიდვების კონტროლი და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად;
** დაქვემდებარებულ ფილიალებში პროდუქციის შეკვეთების მიღება-გაგზავნის კონტროლი, ჩამოწერების მონიტორინგი და მისი შემცირების უზრუნველყოფა;
** ობიექტებში სხვადასხვა მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება.
** ფილიალებში ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი და ხარვეზების დროულად აღმოფხვრის უზრუნველყოფა ტექნიკურ ჯგუფთან ერთად
ფილიალებში სისუფთავის და ჰიგიენის დაცვის მონიტორინგი და მკაცრი კონტროლი
** SWOT - ანალიზების წარმოება, ფილიალების მიხედვით რისკების განსაზღვრა, პრობლემების გადაჭრის გზების ჩამოყალიბება და კომპანიის მენეჯმენტთან განხილვა

მოთხოვნები:

** მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება HoReCa, ან მმართველობითი გამოცდილება მომსახურების სხვა სფეროში;
** უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის ან პოზიციისთვის შესაბამისი განხრით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

გახდით ჩვენი გუნდის წევრი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ განაცხადი გამოაგზავნოთ hr@lucapolare.com-ზე და სათაურის ველში მიუთითეთ "რეგიონალური სერვისის მენეჯერი თბილისში" . კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |