www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: IBEX logistics
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

სატრანსპორტო კომპანია "IBEX logistics" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით / 10:00 - 18:00 (13:00-14:00 შესვენება)
ანაზღაურება: ფიქსირებული (1000 - 1500 ლ. გამოცდილების შესაბამისად) და ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებულ პარტნიორ სატრანსპორტო კომპანიებთან და საწყობებთან ურთიერთობა, ახალი პარტნიორების მოძიება;
** ხელშეკრულებების გაფორმება / განახლება პარტნიორ ორგანიზაციებთან;
** მიმდინარე შეკვეთების კონტროლი და მუდმივი სტატუს რეპორტინგი;
** შეკვეთის მიღება-დამუშავება;
** ანალიზი და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, ლოგისტიკის და ბიზნესის მიმართულებით);
** სამუშაო გამოცდილება სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი და დროის მართვა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@i-bex.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |