www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სკოლამდელი აღზრდის მასწავლებელი
მომწოდებელი: ამერიკული სკოლა პროგრესი
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი" ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

"პროგრესი" 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - "College Board"-ის მიერ. "პროგრესს" ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია "Advanced, " ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.

ეს ყოველივე "პროგრესს" ანიჭებს ოფიციალურ უფლებამოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!

ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!

მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!

სკოლა "პროგრესი" ეძებს მასწავლებელთა გუნდის ახალ წევრს ქ. თბილისში სკოლამდელი აღზრდის (Preschool) მასწავლებლის პოზიციაზე.

ფუნქციები და მოვალეობები:

** თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სკოლამდელი აღზრდის მოსწავლეების თეორიულ და პრაქტიკული სწავლებას;
** შეიმუშავებს მოსწავლეთა გონებრივი განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობებსა და პროგრამებს, დასავლური სტანდარტების გათვალისწინებით;
** ამუშავებს მუდმივად პროგრამებს, რათა სწავლების მეთოდები იყოს მუდმივად განახლებადი და ინოვაციური;
** სწავლების პროცესში ახდენს ინიციატივების მაქსიმალურ გამოვლენას, რათა სწავლების სტანდარტი მუდმივად განვითარდეს;
** ჩართულია სასწავლო პროცესის დაგეგმარებასა და აღსრულების პროცესში;
** იღებს მონაწილეობას მასწავლებლის პროფესიული განვითარების განვითარებაში;
** იცავს აკადემიური კეთილსინდისიერების, პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმებს;
** იცავს სკოლის შინაგანაწესს და სხვა შიდა სტანდარტითა თუ აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებს;
** სასწავლო პროცესის განვითარებასთან ერთად, მაქსიმალურად ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია განათლების ადმინისტრირების და/ან ფსიქოლოგიის დარგში;
** ბაღის ან სკოლის ასაკის დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა ვინაიდან კლასები არის შერეული (დაკომპლექტებულია ქართველი და უცხოელი მოსწავლეებისგან)
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა სასურველია.
** თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების პრინციპების ცოდნა სწავლების დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;

კანდიდატს უნდა ქონდეს გამართული კომუნიკაციის უნარი, უნდა იყოს მხარდამჭერი და მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული
პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: განიხილება როგორც სრული, ასევე არასრული სამუშაო განაკვეთი;
** მისამართი: თბილისი, ჯიქია, ანა პოლიტკოვსკაიას N39
** ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად

ჩვენს ორგანიზაციაში გელით კომფორტული სამუშაო სივრცე, პროგრესული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი განახლებული რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr.tbilisi@schoolprogress.ge და "Subject" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

სკოლა გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |