www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ტემპერა
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

კომპანია "ტემპერა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

დასავლეთ საქართველოში, კომპანია "ტემპერა" პროდუქციის ფართო ასორტიმენტით სტაბილურად ლიდერობს გათბობა-გაგრილების სეგმენტში.

ჩვენ ვთანამშრომლობთ ბრენდებთან, რომლებიც პროდუქციას აწარმოებენ მსოფლიო სტანდარტების მიხედვით. ჩვენი მიზანია მომხმარებელი უზრუნველვყოთ მრავალფეროვანი, უმაღლესი ხარისხის პროდუქციითა და სერვის მომსახურებით.

ტემპერა - ხარისხი ქმნის კომფორტს.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის კვალიფიციური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და სწორად შერჩეული პროდუქციის შეთავაზება;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** სალაროსთან და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
** გამართული ზეპირი კომუნიკაციის უნარი;

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინფორმაციის სწრაფი და ხარისხიანი ათვისების უნარი.

დეტალები ვაკანსიის შესახებ:

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00 - 18:00 სთ
დასვენების დღეები - კვირაში 1 დღე
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის 60
ანაზღაურება: 600-800₾

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: office.tempera@gmail.com. Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |