www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორი
მომწოდებელი: ბაგრატი
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

შპს "ბაგრატი" წარმოადგენს "სოფლის ნობათის" ოფიციალურ დილერს. ეს არის სტაბილური კომპანია, რომელიც 2010 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს და თანმიმდევრულად აფართოებს სადისტრიბუციო ქსელს საქართველოს მასშტაბით. კომპანიის საკადრო პოლიტიკა მიმართულია შიდა რესურსების განვითარებასა და გამჭვირვალე სამოტივაციო სისტემის შექმნაზე.

კომპანია აცხადებს მძღოლ-ექსპედიტორის ვაკანსიას ქუთაისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** საშუალო განათლება.
** მანქანის მართვის გამოცდილება 2-3 წელი.
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.

ძირითადი მოთხოვნები:

** პროდუქციის ტრანსპორტირება.
** მანქანის ტექნიკური გამართულობის მეთვალყურეობა, სარემონტო სამუშაოების საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პირების დროული ინფორმირება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლიანი
** მოწესრიგებული
** შრომისმოყვარე

პირობები:

კარიერული ზრდის პერსპექტივა.
ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: bagratihr@gmail.com
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა 30 აგვისტო 2022წ.

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ქუთაისის მძღოლ-ექსპედიტორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემების განხილვა არ მოხდება.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |