www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აღმასრულებელი თანაშემწე
მომწოდებელი: სივრცითი და მშენებლ.განვითარების სააგენტო
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

"სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო" აცხადებს კონკურსს აღმასრულებელი თანაშემწის პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეხვედრების, პრეზენტაციებისა და სხვა ღონისძიებების გამართვის ორგანიზება და კოორდინირება;
** მივლინებების (შიდა და საზღვარგარეთ) ორგანიზება და კოორდინირება;
** მოწვეული უცხოელი ექსპერტების (ან ექსპერტთა ჯგუფების) ვიზიტების ორგანიზება და კოორდინირება;
** სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში დანიშნული შეხვედრებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის დაზუსტება და ამ სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** მოქალაქეებისათვის კონსულტაციების გაწევა და კომპეტენციის შესაბამისად მათი გადამისამართება;
** კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
** ოფიციალური კორესპონდენციის განხილვა და შემდგომი მსვლელობის მიცემა;
** წერილების, პრეზენტაციების და სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების შედგენა;
** რეპორტინგი/ანგარიშგების წარმოება;
** მონაწილეობის მიღება დაგეგმილ ღონისძიებებში.

საკონკურსო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა (პრიორიტეტულია ოფიციალური მიმოწერის შესაბამისი წერითი უნარები)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Powerpoint, სასურველია Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება

საჭირო უნარები:

** ინფორმაციის შეგროვების უნარი;
** ანალიტიკური ანგარიშის მომზადების უნარი;
** მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება / ანალიზის უნარი;
** შიდა კომუნიკაციის დაგეგმვა და/ან წარმართვის უნარი;
** წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადების უნარი;
** ეფექტური დროის მენეჯმენტის უნარი;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა.

დამატებითი მოთხოვნები:

** პრეზენტაციების და მცირე ზომის ღონისძიებების მომზადების გამოცდილება;
** კარგი აკადემიური წერა ქართულ და ინგლისურ ენებზე;

ანაზღაურება: 1600 ლარი (დარიცხული)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (1 საათიანი შესვენებით)

კანდიდატების შერჩევა მოხდება განცხადების გადარჩევით, წერითი დავალებით (მათ შორის ინგლისურ ენაზე) და გასაუბრებით.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ მეილზე: vacancy@moesd.gov.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |