www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: დეტრა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

შპს "დეტრა" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

დედლაინი: 01 სექტემბერი
მდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძის ქ.
საკონტაქტო ელფოსტა: hr@detra.ge
გადაადგილების მოთხოვნა: დიახ
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
სამუშაო გამოცდილება: 2 წელი
ენები: ქართული / Русский / English

"დეტრა ჯგუფის" საქმიანობა სრულ საინჟინრო, საპროექტო და საინსტალაციო სპექტრს მოიცავს, ახორციელებს, როგორც პროექტირების სამუშაოებს, ასევე, აგრეგატების მიწოდებას, მონტაჟსა და სისტემების სრული სერვისებით უზრუნველყოფას.

კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებლებთან, შესაბამისად, პრიორიტეტი მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტისა და სერვისის მიწოდებაა.

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკური სამსახურის ჯგუფების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი;
** შესრულებული სამუშაოების შესაბამისი აქტების/ხელშეკრულებების და სხვ. საჭირო დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად შევსების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** მცირე MEP პროექტების შესრულება;
** ობიექტზე დაგეგმილი გათბობა/ვენტილაცია/კონდიცირების სარემონტო სამუშაოების მაღალი ხარისხითა და ვადების დაცვით შესრულების უზრუნველყოფა;
** შემოსული პრობლემების სწორი და დროული ადმინისტრირება;
** ტექნიკური ჯგუფებისთვის საქმიანობის სწორი განაწილება, საქმიანობის წარმართვა და საჭირო საშტატო განრიგის განსაზღვრა;
** ტექნიკური სამსახურის თანამშრომლების დისციპლინის კონტროლი;
** ყველა ტექნიკური საკითხის ოპტიმალურად გადაჭრის კოორდინაცია
** ყველა ტექნიკური სამუშაოს შესრულებისას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვის მონიტორინგი
** ტექნიკური სამსახურის განვითარების მიზნით ამოცანების ჩამოყალიბება და ხარჯების ბიუჯეტირება
** შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტის მომზადება მენეჯმენტისთვის
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესად);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word).

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@detra.ge

CV-ს დასახელებაში მიუთითეთ აპლიკანტის სახელი და გვარი.

მეილის სათაურის ველში - ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |