www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ზეინკალი-მექანიკოსი
მომწოდებელი: ინვეტ ფიდი
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

ვეტერინარული კომპანია "ინვეტ ფიდი" აცხადებს ვაკანსიას ზეინკალი-მექანიკოსის პოზიციაზე.

კომპანია "ინვეტ ფიდი", როგორც შპს "ინვეტი"-ს შვილობილი კომპანია, ქართულ ბაზარს ევლინება 2015 წლიდან და აწარმოებს ცხოველებისა და ფრინველების კომბინირებულ საკვებს.

კომპანია ორიენტირებულია ქართული წარმოების განვითარებაზე, შესაბამისად მისი უპირატესობაა წარმოებაში ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება და მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის დამზადება.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო ადგილი: ქ. მცხეთა
ტრანსპორტირება: ქ. მცხეთა (თბილისში მაცხოვრებლისთვის კომპანია უზრუნველყოფს საკუთარი ავტომობილით ტრანსპორტირებას/სამსახურში მიყვანას და უკან წამოყვანას)
კვება: ერთჯერადი კვება კომპანიის ხარჯზე
ბენეფიტი: დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** ლითონის მასალაზე მუშაობა და შედუღების სამუშაოების განხორციელება;
** არსებული მანქანა-დანადგარების მონიტორინგი და დიაგნოსტიკა;
** მანქანა-დანადგარებზე დაზიანებული ნაწილების შეცვლა; (დაშლა, შეკეთება, აწყობა)
** მანქანა-დანადგარების რეგულირების წესების ცოდნა;
** მანქანა-დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** სამეურნეო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;

აუცილებელი მოთხოვნა: მართვის მოწმობა B კატეგორია აუცილებელია

"ინვეტ ფიდი" გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2022 წლის 01 სექტემბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |