www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ფინანსური ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 4 სექტემბერი

საკონსულტაციო კომპანია "ფინანსური ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

ფინანსური ლაბორატორია უკვე შვიდი წელია მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან მომსახურებას ფინანსების მიმართულებით.

მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: http://www.FinLab.ge

აქვე გიზიარებთ მცირე ვიდეოს ჩვენს შესახებ: http://www.Youtube.com/watch?v=tMUvrbhoW0Y.

ძირითადი მოვალეობები:

** ბიზნეს გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** ფინანსური და მენეჯერული რეპორტინგის აწყობაში მონაწილეობის მიღება;
** სხვადასხვა ფინანსური ინფორმაციის შეგროვება, გაანალიზებაში მონაწილეობის მიღება;
** სხვადასხვა ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** სხვადასხვა საკონსულტაციო ამოცანების გადაწყვეტაში ჩართულობა;
** სხვადასხვა მიზნებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება;
** სხვადასხვა მიმდინარე თემებზე მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფინანსების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** ფინანსურ აუდიტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** =IFS (YOU="ეს რა უბედურებაა?", "ჩვენ მხოლოდ სამსახურის გარეთ თუ ვიმეგობრებთ", YOU="ვერ ვკითხულობ, მაგრამ ძალიან მოვინდომებ და გავერკვევი", "გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე", YOU="ფორმულაში შეცდომა აღმოვაჩინე", "დიდი იმედია ვითანამშრომლებთ")

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ძალიან მეგობრულ გარემოს
** ყოველდღიურად ზრდის შესაძლებლობას
** ძალიან მრავალფეროვან ამოცანებთან მუშაობის შესაძლებლობას
** მოქნილი ფორმატით მუშაობას (ონლაინ და ოფისში - კომბინირებულად)
** ხელფასის ყოველწლიურ ზრდას

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: საორიენტაციო ბიუჯეტი 1, 000 - 1, 250 ლარი გროსი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე info@finlab.ge და გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |