www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 31 აგვისტო

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0001747
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოქმედების ვადა: 31.08.2022
კატეგორია: ინჟინერია/არქიტექტურა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

მინიმალური სამუშაო გამოცდილება 3 წელი (სფერო: ინჟინერია/არქიტექტურა)
განათლება ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი (სფერო: არქიტექტურა)

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - ძალიან კარგი

უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ლოგიკური აზროვნების უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

** არქიტექტურული პროგრამების (ArchiCAD, AutoCAD, და ა.შ.) ცოდნა;
** 3Ds Max და ფოტოშოპის ცოდნა;
** კონსტრუქციული ნახაზების გარჩევა;
** სასურველია სამშენებლო ობიექტებზე მუშაობის გამოცდილება.

სამუშაოს აღწერა:

** საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა;
** მუშა ნახაზების შედგენა;
** 3 D ვიზუალიზაცია;
** მშენებლობის პროცესში ობიექტის კოორდინაცია და ზედამხედველობა;
** პროექტის სრული დოკუმენტაციის მომზადება;
** პროექტის არქიტექტურის კონტროლი;
** პროექტის მიმდინარეობისთვის აუცილებელი ნებართვების მიღება-ორგანიზება და კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში, პროექტის ადაპტირება მშენებლობის პროცესების მიმდინარეობისას, შემთანხმებელ ორგანოებთან ურთიერთობა;
** მშენებლობის პროცესში წამოჭრილი პრობლემების ოპტიმალური გადაწყვეტა.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/1747



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |