www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი საპროექტო კომპანიის/არქიტექტორის შესარჩევად
მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
თანდართული ფაილი: 92865_edec_tender_7351688.zip
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

"განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი" აცხადებს ტენდერს საპროექტო კომპანიის (არქიტექტორის) შესარჩევად, რომელიც უზრუნველყოფს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, უნივერსალური დიზაინის შესაბამისი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული შენობის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისთვის, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება/ექსპერტიზას.

** წინადადების მიღების დაწყების თარიღი: 04.08.2022
** წინადადების მიღების დასრულების თარიღი: 15.08.2022
** წინადადების განხილვის ბოლო ვადა: 17.08.2022
** ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა: 19.08.2022
** მომსახურების დასრულების ბოლო ვადა: 30.09.2022

დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ მიმაგრებული ფაილი "სატენდერო განაცხადი".

დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ტექნიკური დავალების 7. მუხლის შესაბამისი ინფორმაცია და შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ინვოისის სახით (დღგ-ს ჩათვლით). ელ-ფოსტაზე admin@edec.ge

განაცხადი მიიღება 2022 წლის 4 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით 18:00 საათამდე ან მისამართზე:

ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. #64;
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით:

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64; ტელ: 0431 251330
საკონტაქტო პირი: ავთანდილ მაჩიტაძე
ტელეფონი: 577613693
ელ-ფოსტა: avtandil_machitadze@edec.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |