"Timber Boutique Hotel", რომელიც მდებარეობს თბილისის ისტორიულ უბანში, აცხადებს ვაკანსიას სასტუმრო ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ხელფასი: 1000 ლარი პლუს კვება.
მოვალეობები:
** სასტუმროში ვიზიტორის მიღება, განთავსება და გაცილება
** ვიზიტორის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით
** ჯავშნების მიღება ტელეფონით, ელ-ფოსტით, ასევე სასტუმროს ვებ გვერდის მეშვეობით
** მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია
** შემოსული სატელეფონო ზარების და ელ. ფოსტის მიღება და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბარი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული თვისებები:
** მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში.
თუ გსურთ ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: georgianhotelsgroup@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.