www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტების და პროცესების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 4 სექტემბერი

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;
კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.
თანამშრომლებს ვთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას სხვადასხვა პოზიციებზე.

ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 300-მდე ფილიალი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

"მაგნიტი" სთავაზობს ვაკანსიას პროექტების და პროცესების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** სტრატეგიული პროექტების დაგეგმვა და მართვა
** პროექტების მიზნის, ვადის, საზომის განსაზღვრა
** პროექტის ეტაპების და ვადების კონტროლი
** პროექტის ფარგლებში საჭირო რესურსების დაგეგმვა და კონტროლი
** პროექტის სამუშაოების სრულყოფილი აღრიცხვის კონტროლი
** საპროექტო გუნდის შეკვრა და პროექტში ჩართული ადამიანური/მატერიალური რესურსების ეფექტური დაგეგმვა
** როლიდან გამომდინარე საპროექტო გუნდში დავალებების დელეგირება
** პროექტში საჭირო საკომუნიკაციო არხების ორგანიზება/კონტროლი
** საპროექტო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი
** ხელმძღვანელობისათვის შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების წარდგენა
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება
** ბიზნეს პროცესების ინვენტარიზაცია და ანალიზი, სხვადასხვა სტეიკჰოლდერებთან მჭიდრო მუშაობა პროცესების შემდგომი ავტომატიზაციის და ოპტიმიზაციის მიზნით
** სამუშაო პროცესის დიზაინის შემუშავება ბიზნესის მუშაობის გასაუმჯობესებლად
** კომპანიის განახლებული პროცესებისა იმპლემენტაციის ზედამხედველობა

უნარები:

** პროექტების მართვის უნარი
** სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ინფორმაციის / მონაცემთა ანალიზის უნარი
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პრეზენტაციის მომზადების/ჩატარების უნარი

კომპეტენციები:

** განათლება: ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** სასურველი: PMP, Lean Six Sigma, Agile
** პროექტების მართვის და პროცესების მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიების და ხელსაწყოების ცოდნა
** სამუშაო გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr@magniti.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |