www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნეს ანალიტიკოსების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 18 აგვისტო

სს "კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი

"კრედო ბანკი" 24 წელზე მეტი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს 10 რეგიონში 80 ფილიალით არის წარმოდგენილი.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრის თანადაფინანსება;
** საპენსიო დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები.

ძირითადი მოვალეობები პასუხისმგებლობა:

** ორგანიზაციის პროგრამული მოდულების, სახელმძღვანელოებისა და ზოგადი არქიტექტურის დოკუმენტაციის განახლებაზე ზრუნვა და მათი მონიტორინგი;
** ორგანიზაციაში არსებული სისტემების განვითარების, დანერგვისა და ფუნქციონირების მიზნით რეკომენდაციების გაცემა, მათი ეფექტურობის, მდგრადობის, უსაფრთხოებისა და ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით;
** კრიტერიუმებისა და სტრატეგიის შემუშავება პროდუქტის ხარისხის შეფასებისთვისა და მათი ხარისხის გაუმჯობესებისთვის;
** აქტიური ჩართულობა პროდუქტის/პროექტის დანერგვისა და ჩაბარების ეტაპზე;
** განვითარებისა და დაგეგმილი სამუშაოს მიმდინარე სტატუსების შესახებ ანგარიშების მომზადება;
** გუნდის მართვა/მენტორობა, რესურსების ალოკაცია განსაზღვრული პროექტის/გუნდის შესაბამისად და სამუშაოების დაგეგმვაში მონაწილეობა;
** გუნდის წევრების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი, წარმოქმნილი პრობლემების დროული ესკალაცია და მათი მოგვარება;
** გუნდში შემოსული ამოცანების პირველადი განხილვა, მათი სირთულის განსაზღვრა, პრობლემების იდენტიფიცირება და ამოცანის გადაჭრის გზების განხილვა გუნდის წევრებთან;
** ეჯაილ ჯგუფებისთვის, დამატებით, კვარტალური გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება, სპრინტების განხილვა;
** ბიზნეს ანალიზის მეთოდოლოგიის, პოლიტიკისა და სტანდარტების შემუშავება/გაუმჯობესება და მათი გავრცელება გუნდში;
** გუნდის წევრების მოტივაციაზე, კეთილდღეობაზე და განვითარებაზე ზრუნვა, მათთვის საჭირო ტრენინგების დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი, სასურველია, საბანკო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, მათემატიკის, ბიზნეს ადმინისტრირების, ან მსგავს სფეროში;
** საბანკო სფეროში მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ბიზნეს ანალიტიკოსის ან სისტემის ანალიტიკოსის პოზიციაზე, მათ შორის, მინიმუმ 1.5 წელი მენეჯერის/სენიორ სპეციალისტის პოზიციაზე;
** SDLC მუშაობის პრინციპების ცოდნა და სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია Agile მეთოდოლოგიის ცოდნა და გამოცდილება;
** ვებსერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
** რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** ბიზნეს პროცესების, მონაცემების მიმოცვლისა და სისტემის არქიტექტურის მოდელირების ძირითადი პრინციპების, ხელსაწყოების ცოდნა და გამოცდილება მაგ: (Visio, Drow.io, Miro, UML, ERD, BPMN, Flowchart);
** სტრატეგიული აზროვნება, პრიორიტეტების განსაზღვრისა და დაბალანსების უნარი;
** ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებისა და განვითარების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვისა და კონფლიქტების მართვის სამართლიანი გზებით გადაჭრის უნარი;
** გუნდის მართვისა და განვითარების, როგორც ადმინისტრაციული, ასევე ანალიტიკური უნარი;
** ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი ფორმით.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ აპლიკაცია.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 18 აგვისტო;

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |