www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Cole Haan
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 4 სექტემბერი

"Cole Haan" - ფეხსაცმლის და აქსესუარების ამერიკული ბრენდი - ეძებს გაყიდვების კონსულტანტს "თბილისი მოლის" მაღაზიაში.

სამსახურებრივი მოვალეობები:

** მუშაობა მაღაზიაში, გუნდურ გარემოში.
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის გაცნობა, შერჩევა და შეთავაზება.
** თაროების დროული შევსების და საქონლის სწორი განლაგების უზრუნველყოფა.
** ორგანიზაციის პოლიტიკის და დადგენილი პროცედურების შესრულების უზრუნველყოფა.
** საქონლის წინწაწევაში მონაწილეობის მიღება რეკლამირებული საქონლის წარდგენით და არსებული ფასდაკლების შესახებ პოტენციური კლიენტების ინფორმირებით.
** მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების გაწევა.

მოთხოვნები:

** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ინგლისური და (ან) რუსული ენების ცოდნა.
** კლიენტებთან, პარტნიორებთან და მენეჯმენტთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** თვითკონტროლის მაღალი დონე და ემოციური თავშეკავება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: talents@fstyle.group და ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების კონსულტანტი".

პირველადი შერჩევა მოხდება გამოგზავნილი CV-ის მიხედვით. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

CV-ის წარდგენით, საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანიას შეუძლია შეინახოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |