www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტუმრებთან ურთიერთობის ოფიცერი
მომწოდებელი: JoinUS
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 4 სექტემბერი

ტურისტული კომპანია "JoinUS!" აცხადებს ვაკანსიას სტუმრებთან ურთიერთობის ოფიცრის პოზიციაზე თბილისში.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან შესაბამის გადამზადებას და დასაქმდებიან კომპანიაში.

მინიმალური თვიური ანაზღაურება შეადგენს 800 ლარს.
სამუშაო ადგილი: საქართველო, თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო ანაზღაურება პირველი 2 თვე: ფიქსირებული ხელფასი 800 ლარი
სამუშაო ანაზღაურება მე-3 თვიდან - მე-6 თვემდე: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი + მოქნილი და გამჭვირვალე ბონუს სისტემა (ჯამში 1200-1400 ლარი)
სამუშაო ანაზღაურება მე-6 თვიდან: ფიქსირებული ხელფასი 1200 ლარი + მოქნილი და გამჭვირვალე ბონუს სისტემა (ჯამში 1400-1600 ლარი).

აუცილებელი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** წარმატებული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** საოფისე პროგრამების ფლობა.

სამუშაო ვალდებულებები:

** საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტებთან კომუნიკაცია;
** ტურისტების აეროპორტში დახვედრა და მათი სასტუმროში დაბინავება;
** ტურისტებთან ტურებში გაყოლა და მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** ექსკურსიების ადგილზე შეთავაზება და ორგანიზება;
** ტურისტისთვის მომსახურების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმრების სასტუმროში შესახლებამდე სასტუმროს ნომრების შემოწმება;
** კომპანიაში არსებული კორპორატიული სტანდარტების დაცვა.

პიროვნული თვისებები:

** წარმატებული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პოზიტიურობა;
** პუნქტუალობა და ორგანიზებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sales@joinusgeorgia.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |