www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტრის ასისტენტი
მომწოდებელი: გროუგროუ
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 4 სექტემბერი

კომპანია "გროუ გროუ" პირველი გროუ შოპი ამიერკავკასიაში აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის თანამდებობაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლას;
** გრძელვადიანი თანამშრომლობას.

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ხელფასი: 1000 ლარი საწყისს ეტაპზე

ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების, შედარების აქტები) დამუშავება;
** ყოველდღიური რეალიზაციის შემოწმება და ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;
** მარაგების კონტროლი და პროგრამული გასწორება ინვენტარიზაციის საფუძველზე
** სალაროს ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი;
** სხვადასხვა ყოველდღიური ოპერაციების შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკური ან ფინანსების მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
** სასურველია ACCA-ის პირველი დონის სერტიფიკატი;
** ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლიანი ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა საბაზისო დონეზე;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა საბაზისო დონეზე;
** სასურველია მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია პროგრამა ბალანსში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმალური დონე B1).

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: tamar@growgrow.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |