"თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებელი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციაზე.
უშუალო დაქვემდებარება: დირექტორი
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
** ხარისხის უზრუნველყოფის, როგორც პროცესის დაგეგმვა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავება;
** სასწავლებლის ძირითადი და დამხმარე პროცესების ეფექტურად და ეფექტიანად წარმართვის მიზნით, შესაბამისი რეგულაციების, ინსტრუქციების, ინსტრუმენტების და მეთოდოლოგიების შემუშავების ინიცირება/ხელმძღვანელობა/კოორდინირება;
** სასწავლებლის მიერ გაწეული მომსახურეობის შესახებ დაინტერესებულ მხარეთა უკუკავშირის შეფასების პროცესის მონიტორინგი და შესაბამისობის რეკომენდაციების/სამოქმედო გეგმის შემუშავება ;
** სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელებული მონიტორინგის პროცესში საჭირო რაოდენობრივი და თვისობრივი მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
** შეფასების სისტემის ვერიფიკაციის სისტემის დანერგვა და პროცესის ხელმძღვანელობა;
** სასწავლებლის არსებული რესურსების და პროცესების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი და შეფასება;
** სტანდარტებთან შესაბამისობის შემთხვევაში, არსებული დონის შენარჩუნების, პროცესების ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, განმავითარებელი რეკომენდაციების შემუშავება, გაზიარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ხარისხის მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება.
** პოზიციის შესაბამისი საკანონმდებლო აქტების ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი მეტყველება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
კომპეტენციები:
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** თანამედროვე, მეგობრულ და მოწესრიგებულ გარემოს;
** პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: hr.medicalschool@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი".
"თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!