www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ERP სპეციალისტი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 4 სექტემბერი

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსის" 18 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსის" ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: ERP სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება

ფუნქცია-მოვალეობები:

** ERP და კომპანიაში არსებული სხვა სისტემების მიმართ მოთხოვნების ანალიზი, დამუშავება, ამოცანის ჩამოყალიბება დეველოპმენტისთვის, ახალი/მოდიფიცირებული ფუნქციონალის ტესტირება და დანერგვა, შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა
ERP და სხვა სისტემების მხარდაჭერა:
** პროგრამის მუშაობის მონიტორინგი და ხარვეზების დროული დაფიქსირება
** დაფიქსირებული პროგრამული ხარვეზების დროული აღმოფხვრა
** სისტემის მომხმარებლების უფლებების მართვა
** ERP და სხვა სისტემების ახალი მოდულების გარჩევა
** ERP და სხვა სისტემების მომხმარებლების ტრენინგი
** გარე პროვაიდერებთან ურთიერთობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ERP სისტემებთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება, Microsoft Dynamics Navision-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** ინგლისური ენის ცოდნა (B1)

უნარები და კომპეტენციები:

** ანალიტიკური და სისტემური აზროვნება
** პრობლემების ანალიზი და დამოუკიდებლად გადაწყვეტა, პრობლემის გადასაწყვეტად ინფორმაციის/ცოდნის დამოუკიდებლად მოძიება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის მენეჯმენტი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Jobsho@elitelectronics.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |