www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუტორი, სარეზერვო სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: გემოვანი
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 31 აგვისტო

პურის მწარმოებელი და მიმწოდებელი კომპანია "გემოვანი" პური "მზეთამზე" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის და სარეზერვო სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე.

1. დისტრიბუტორი

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების გამზადება გაწერილი რაოდენობების, პოზიციებისა და კომპანიების მიხედვით;
** განსაზღვრულ მისამართებზე პროდუქციის გადატვირთვა;
** ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა/მიწონა და მანქანის დატვირთვა;
** ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
** ობიექტებიდან საჭირო ინფორმაციის მიღება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
** ავტომანქანის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
** ვალების კონტროლი და შემცირების უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** სასურველია დისტრიბუტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში პროდუქტიულად მუშაობის უნარი.

** ასაკი - არანაკლებ 21 წლისა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** ავტომობილის მართვის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

დამატებითი დეტალები:

ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი + ბონუსი
გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი.


2. სარეზერვო სავაჭრო წარმომადგენელი

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** საჭიროების შემთხვევაში კომპანიაში არსებული სავაჭრო წარმომადგენლების ჩანაცვლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება
** კლიენტებთან ვიზიტების განხორციელება სხვადასხვა მიზნით, როგორიცაა მარაგების, ვადების, ფასდებულებისა და პლანოგრამის კონტროლი
** კლიენტებისთვის საქონლის მიწოდების პროცესის მონიტორინგი, სასაქონლო წყვეტის პრევენციის ან/და აღმოფხვრის მიზნით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** კარგი კომუნიკაციური უნარები: გამართული მეტყველება, აქტიური მოსმენა, დამარწმუნებელი კომუნიკაცია, მოლაპარაკების უნარი
** პრობლემის შეფასებისა და გადაჭრის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** შეზღუდულ ვადებში/ დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი

გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: info@gemovani.ge 2022 წლის 31 აგვისტომდე. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.

შპს "გემოვანი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |