www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ჩემი სახლი
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 31 აგვისტო

შპს "ჩემი სახლი" აერთიანებს ავეჯის და დეკორის მიმართულებით ისეთ ბრენდებს, როგორიცაა "ლაბორატორია ჩემი სახლი", "Mudo Concept", "Naterial", "კარე", "Mobler Home", "Sleep&Bed", იტალიური საგამოფენო დარბაზი.

შპს "ჩემი სახლი" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის პროექტის მიმართულებით ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვების და ხარჯების შემოწმება (ფიზიკური, იურიდიული პირები), დადასტურება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე;
** ხარჯების გატარება პროგრამულად (ყოველთვიური მომსახურებები და ფიზიკური პირის მომსახურებები);
** მივლინებების დოკუმენტაციის მოწესრიგება, გატარება, დაარქივება;
** კომუნალური გადასახადების დოკუმენტაციის მოწესრიგება, გატარება, დაარქივება;
** იჯარის ხელშეკრულებების კონტროლი, პროგრამულად იჯარის ხარჯების გატარება;
** საბანკო ამონაწერების გატარება;
** ძირითადი საშუალებების შესყიდვის და გაყიდვის დოკუმენტაციის მოწესრიგება, კონტროლი და გატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
** მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება და ტრენინგები შესაბამისი მიმართულებით;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც გავლილი ექნებათ ACCA-ის F1, F2, F3 წიგნები.

პირობები:

** სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე;
** ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში, 2022 წლის 31 აგვისტომდე შეგიძლიათ გამოგზავნოთ განაცხადი ელექტრონულ მისამართზე: vacancymyhome@icr.ge.

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ბუღალტერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |