www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არქიტექტურული საპროექტოს მენეჯერი
მომწოდებელი: სტუდია9
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 30 აგვისტო

"სტუდია9" (https://studio9.ge/) აცხადებს ვაკანსიას არქიტექტურული საპროექტოს მენეჯერის პოზიციაზე.

განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის შემდგომი განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა;
** დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს შორის დავალებების სწორად გადანაწილება და მათი საქმიანობის მონიტორინგი;
** საპროექტო პროცედურების მიმდინარეობისას მჭიდრო თანამშრომლობა ტექნიკური და მომიჯნავე დარგების სპეციალისტებთან, მათი მოწვევა ხელშეკრულების საფუძველზე, კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით (ინჟინერია, კონსტრუქციები, 41-ე დადგენილება, ტრანსპორტი, დენდროლოგია, ტექნოლოგია და. ა.შ.);
** მიმდინარე პროექტების მონიტორინგი, პროექტების წარმართვა დამტკიცებული გრაფიკითა და ბიუჯეტით;
** კონტრაქტორებთან/დამკვეთებთან ურთიერთობა;
** არსებულ და პოტენციურ დამკვეთებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** პროექტისთვის საჭირო რესურსების წინასწარი დაგეგმვა (შრომითი რესურსები, ფინანსური რესურსები);
** ყოველკვირეული სამუშაო გეგმის მომზადება;
** კომპანიის პროექტებზე სამუშაოთა მიმდინარეობის ყოველდღიური მონიტორინგი;
** პროექტების ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;
** შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** პროექტების ბიუჯეტში ლიმიტების კონტროლი მიღებულ მოთხოვნებთან შესაბამისად;
** საქმიანობის დეტალური და ფინანსური ანგარიშის მომზადება და კონტროლი;
** გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება;
** პროექტში დაინტერესებულ პირებთან, მათ შორის დამკვეთთან, ქვე-კონტრაქტორებთან, და ა.შ. ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; შეხვედრებზე დასწრება და პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** დამკვეთის ფინანსური ვალდებულების კონტროლი;
** სამუშაოთა ანგარიშის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკურ (ინჟინერია, არქიტექტურა, მათემატიკა) ან ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში;
** პროექტის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება (სამშენებლო, საინჟინრო სფერო);
** ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული

უნარები და პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული;
** ლიდერული თვისებების მქონე;
** ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარ-ჩვევები;
** მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** სიტუაციის გაანალიზებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: info@studio9.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 30 აგვისტო.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |