www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერ-კონსტრუქტორ
მომწოდებელი: Cubicon
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 4 სექტემბერი

კომპანია "კუბიკონი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე:

1. ინჟინერ-კონსტრუქტორი - რომელიც ჩართული იქნება სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობების კონსტრუირების პროცესში (სამშენებლო-დეტალური ნახაზების დამუშავებაში).

პირობები:

** აუცილებელია იცოდეს Autocad-ში მუშაობა; სასურველია იცოდეს Revit-ი;
** ანაზღაურება 1000 - 2000 ლარი თვეში (ცოდნის და გამოცდილების მიხედვით);

2. ექსპერტი/ზედამხედველი - რომელიც ჩართული იქნება კვლევითი და საექსპერტო დასკვნების მომზადების პროცესში, ასევე პერიოდულად განახორციელებს ვიზიტებს სამშენებლო მოედანზე საპროექტოს მხრიდან საავტორო ზედამხედველობის ფარგლებში, მოამზადებს ვიზიტის შემდგომ ანგარიშს (რეპორტს).

პირობები:

** აუცილებელია ჰქონდეს 2 წლიანი გამოცდილება საექსპერტო დასკვნების მომზადების მიმართულებით და/ან ექნება სამშენებლო მოედანზე მუშაობის გამოცდილება;
** ანაზღაურება 2000 - 3000 ლარი თვეში (ცოდნის და გამოცდილების მიხედვით);

3. ანალიტიკური მოდელირების სპეციალისტი - რომელიც ჩართული იქნება შენობების ანალიტიკური მოდელების დამუშავების პროცესში

პირობები:

** აუცილებელია ჰქონდეს 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ერთ რომელიმე საანგარიშო პროგრამაში (SAP 2000, ETABS, Lirasapr, Autodesk Robot, Dlubal RFEM)
** ანაზღაურება 1500 - 3000 ლარი თვეში (ცოდნის და გამოცდილების მიხედვით);

4. გეოინჟინერ-კონსტრუქტორი - რომელიც ჩართული იქნება ფუძე-საძირკვლების, ქვაბულების, საყრდენი კედლების და ა.შ. სტრუქტურული გადაწყვეტების ანგარიშების მომზადების პროცესში.

პირობები:

** აუცილებელია ქონდეს 2 წლიანი გამოცდილება და შეეძლოს ერთ რომელიმე საანგარიშო პროგრამაში მუშაობის (GEO5, Lirasapr, Midas, Trimble Tekla Tedds)
** ანაზღაურება 2500 - 3500 ლარი თვეში (ცოდნის და გამოცდილების მიხედვით);

შენიშვნა:

** უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** სამშენებლო ნორმების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;

კომპანია დამატებით გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** გარდა ფიქსირებული ხელფასისა, ბონუსური სისტემა;
** ყოველწლიურად 10-20% მზარდი ანაზღაურება;
** კომფორტული სამუშაო სივრცე და მეგობრული კოლექტივი;

დაინტერესების შეთხვევაში:

გამოგვიგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე info@cubicon.ge

იმისათვის რომ რეზიუმე განვიხილოთ აუცილებლია სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. მოგვწერეთ მოკლე ტექსტი თქვენს შესახებ, სადაც ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენს მიერ განსაზღვრული ანაზღაურება პირველი 3 თვის განმავლობაში (გამოსაცდელი პერიოდი).

ასევე დაურთეთ პორტფოლიო ან თქვენი გამოცდილების ამსახველი მასალები/ინფორმაცია.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |