www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: კრისტალბეთი
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 20 სექტემბერი

კომპანია "მარსი", რომელიც აზარტული თამაშების ბაზარზე კრისტალბეთის სახელით ოპერირებს 2011 წელს დაარსდა და ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს ბუკმეიკინგისა და ონლაინ თამაშების სფეროში. 2018 წლიდან კრისტალბეთი მსოფლიოში უმსხვილესი მულტინაციონალური ჰოლდინგური კომპანიის Entain, ყოფილი GVC ჰოლდინგის ერთ-ერთი ბრენდია და საქართველოში ექსკლუზიურ უფლებას ფლობს უმსხვილესი საერთაშორისო ჰოლდინგის პორტფოლიოში არსებული პროდუქტები რამდენიმემილიონიანი ჯეკპოტებით შესთავაზოს მომხმარებელს.

ექსკლუზიური, სრულყოფილი, დაცული ონლაინ სათამაშო პორტალი http://www.crystalbet.com მომხმარებელს თამაშის საუკეთესო გამოცდილებას და მომსახურების მხოლოდ მაღალ სტანდარტს სთავაზობს.

"კრისტალბეთი" მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია ოფისის მენეჯერის პოზიციაზე და შეგატყობინოთ უწყვეტ ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ, სტაბილურ კომპანიაში დასაქმების უნიკალური შანსის შესახებ.

კომპანიის თანამშრომლებისათვის შეთავაზების პაკეტი მოიცავს: კომფორტულ, მეგობრულ გარემოს, საინტერესო, გამოწვევებით სავსე სამუშაოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდში, თვითრეალიზაციის შესაძლებლობებს, მაღალ, კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და დამატებით ბენეფიტებს.

მოვალეობები:

** კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა და ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ოფისში სამუშაო პროცესისათვის აუცილებელი გარემოსა და რეჟიმის, მათ შორის სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების და ნორმების კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების კოორდინირება _ დასუფთავების გუნდის/დიასახლისების მიერ შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა-ორგანიზება-ზედამხედველობა/მონიტორინგის უზრუნველყოფა და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** დიასახლისებისთვის ეფექტური და სამართლიანი სამუშაო გრაფიკების შედგენისა და დავალებების სწორად დელეგირების უზრუნველყოფა;
** საჭიროების მიხედვით დასუფთავების სტანდარტებისა და გაიდლაინების შემუშავების, დიასახლისებისთვის გაცნობის და დანერგვის უზრუნველყოფა;
** ოფისისთვის საჭირო საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებული პროცესების მართვა და მარაგების კონტროლი;
** ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების/მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება/განახლება/მონიტორინგი;
** დოკუმენტების კონტროლი და მოწესრიგება;
** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა;
** შეხვედრების ორგანიზება და ვიზიტორების მიღება-გასტუმრება;
** კომპანიის დირექტორებისთვის/პარტნიორებისთვის/სტუმრებისთვის წყალი/ყავა/ჩაის შეთავაზება და გამასპინძლება;
** საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელი პირების სამოგზაურო საკითხების მართვა (ვიზა, სასტუმროს ჯავშანი, ავიაბილეთების შეძენა);
** თანამშრომლების მხარდაჭერა ყველა ადმინისტრაციულ საკითხში;
** ანგარიშგება და მოთხოვნისამებრ პერიოდული რეპორტების წარმოება HR და ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსთან;
** საჭიროებისამებრ დირექტორის მიერ მიცემული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები და პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული/ბრწყინვალე წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა სავალდებულოა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მოტივირებული და ორგანიზებული;
** კეთილგანწყობილი და თავაზიანი;
** პასუხისმგებლიანი და ინიციატივიანი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@crystalbet.com არა უგვიანეს 2022 წლის 20 სექტემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ/ვერ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |