www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექსპორტის სპეციალისტი
მომწოდებელი: ლუდის სახლი ზედაზენი
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 4 სექტემბერი

სს ქართული ლუდის კომპანია - "ლუდსახარში ზედაზენი" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფელი საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
ვაკანტური ადგილი: 1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური დისტრიბუტორების მოძიება, ურთიერთობების დამყარება და გაყიდვების ზრდა ახალ კლიენტთან;
** არსებული დისტრიბუტორებთან ურთიერთობა;
** დისტრიბუტორების აქტივობების მუდმივი მონიტორინგი;
** საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;
** საექსპორტო ეტიკეტების თარგმნის და ბეჭდვის ორგანიზება საექსპორტო ქვეყნის საკვები და სასმელი პროდუქტების ნორმების დაცვით;
** სხვადასხვა ქვეყანაში გამოფენების ორგანიზება და მონაწილეობის მიღება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება 1 წელი (ნებისმიერი მიმართულებით);
** MS Office ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა, სხვა დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებული
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული;
** მოტივირებული

სამუშაო პირობები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ტრანსპორტირება;
** კვება;
** fitPass აქტივობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადა: 2022 წლის 4 სექტემბერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |