www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედია მენეჯერი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 4 სექტემბერი

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 18 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).
სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: სოციალური მედია მენეჯერი
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება, ტესტირება
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 აგვისტო, 2022 წელი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სოციალური მედიის ექაუნთების მართვა და განვითარება (Facebook, YouTube, LinkedIn, Instagram, twitter)
** სოციალური მედიის კონტენტის დაგეგმვა არხების მიხედვით (არასარეკლამო კონტენტი)
** სოც მედიის კონტენტის კონტენტ კალენდრის მიხედვით განთავსება და შესრულების მონიტორინგი
** კომპანიის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაციის პროცესის მართვა და კონტროლი
** კონტენტ კალენდრის შექმნისა და კონტენტის გამოქვეყნების დაგეგმვა და მონიტორინგი, არსებული კამპანიების გათვალისწინებით
** სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება და რეპორტინგი; შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ყოველკვირეული, ყოველთვიური ანგარიშების მომზადება
** სოციალური მედიის ანალიზი, ბრენდის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და მოგვარებაზე მუშაობა
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
** კონტენტ კრეატორებთან და დიზაინერებთან კომუნიკაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით)
** სოც. მედია მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა (B2)
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

უნარები, მახასიათებლები და კომპეტენციები:

** შემოქმედებითი აზროვნება
** ანალიტიკური აზროვნება
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Jobsho@elitelectronics.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |