საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს "ნუმუს"-ი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: საჩხერე-ჭიათურა
პოზიციის მიზანი: რეგიონში არსებული ტერმინალების ტექნიკური მომსახურება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკური გამართულობა.
** ვინდოუსის გადაწერა.
** მოწყობილობის დიაგნოსტიკა.
** საჭიროების შემთხვევაში მოწყობილობის გადაადგილება ან ამოცვლა.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება.
** ვინდოუსის კარგ დონეზე ცოდნა.
** ავტომობილის ფლობა.
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უნარები:
** ოპერატიულად მუშაობის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** სამუშაოს ორგანიზება.
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
** იმუშაოთ სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.
ანაზღაურება და სამუშაო პირობები:
** გრაფიკი - არასრული, გამოძახებით.
** ანაზღაურება 30 ლარი თითო ლოკაცია+საწვავი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკოსი - საჩხერე/ჭიათურა". სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს "ნუმუს"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.