www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროგრამული უზრუნველ. მხარდაჭ. სპეციალისტი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 14 აგვისტო

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ქუთაისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც უკვე 24 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით მომხმარებელს მათზე მორგებულ ფინანსურ სერვისებს აწვდის. კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული სოციალური პასუხისმგებლობის, გამჭვირვალობის, პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების კუთხით.

კრისტალის დიდი გუნდი აერთიანებს 1000 ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას, რაც ნათლად გამოიხატება განვითარებაზე ორიენტირებულობაში, მეგობრული გარემოს შექმნაში, თანამშრომლებზე ზრუნვაში, გუნდურობასა და ერთმანეთის მხარდაჭერაში. სწორედ ასეთი გარემო და კოლეგიალური ურთიერთობები განაპირობებს იმას, რომ თანამშრომელთა დიდი ნაწილი უკვე მრავალი წელია კომპანიაშია დასაქმებული, რაც ნათლად აისახება კომპანიის სიძლიერეზე, სტაბილურობასა და წარმატებაზე.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** მოქნილ სამუშაო რეჟიმს (საოფისე, დისტანციური)
** კორპორატიულ დაზღვევას

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული პროგრამების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და პროგრამების მონიტორინგი.
** პროგრამის ავტორებთან და შესაბამის მომწოდებელთან კოორდინირებული მუშაობა
** სისტემების ახალი ვერსიებისა და ცვლილებების ტესტირება და დანერგვა
** სისტემების გამართული მუშაობისა და შეფერხებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, გაანალიზება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება
** სხვადასხვა ჯგუფებისათვის ბიზნეს აპლიკაციებში წვდომის დონის განსაზღვრა
** საშტატო გადაადგილებასთან დაკავშირებული პროგრამული ცვლილებების განხორციელება
** პაროლების ცვლილება, განბლოკვა
** თანამშრომლების კონსულტაცია პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე
** შემოსული ზარებისა და წერილების დამუშავება, შესაბამისი რეაგირება
** ბეჭდვით ფორმების დამატება/ცვლილებების შეტანა
** ორგანიზაციაში არსებული ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების და პოლიტიკების დაცვა

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური განხრით
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საბანკო პროგრამა ALTA-ში და შესაბამისად საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office) 
** ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სტრესული სიტუაციების მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** კრეატიულობა, ინოვაციურობა
** პასუხისმგებლიანობა და შრომისმოყვარეობა
** ორგანიზებულობა
** კოლეგიალურობა, გუნდურობა

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის მოთხოვნები თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ, 2022 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: vacancy@crystal.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |