სადისტრიბუციო კომპანია შპს "დ&ლ სერვისი" 2008 წლიდან ოპერირებს მთელი საქართველოს მასშტაბით და წარმოადგენს ისეთი პოპულარული ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს, როგორიცაა: Zewa, Ichnya, Lorado, White Glo, Kalas, Kenton, Kyknos, Lole`s, Chirton, Herlits და სხვა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.dls.ge
შპს "დ&ლ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის ქ. 145
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაოს ტიპი: საოფისე
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო ქსელებთან მოლაპარაკებებში უშუალო ჩართულობა და შეთანხმებული პირობის შესრულების უზრუნველყოფა;
** სასარგებლო ბიზნეს ურთიერთობის დამყარება, განვითარება და შენარჩუნება;
** ქსელებიდან მიღებული შეკვეთების დამუშავება და ფასების მონიტორინგი;
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა;
** ანგარიშების მომზადება და გაყიდვების ანალიზი;
** სხვა ისეთი დავალებების შესრულება, რაც ზოგადად მიღებულია აღნიშნულ პოზიციაზე შესასრულებლად.
საჭირო კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება;
** მათემატიკის კარგ დონეზე ცოდნა;
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით Excel, PowerPoint;
** სასურველია 1C ან მსგავს ERP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური ენის მინ. B2 - upper-intermediate დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დახვეწილი ანალიტიკური აზროვნება და უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
გთავაზობთ:
* განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივას;
* ხელმძღვანელთა ჯგუფის მუდმივი მხარდაჭერას;
* სტაბილურ ანაზღაურებას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: career@dls.ge
გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გამოაგზავნეთ რეზიუმე მიმდინარე ვაკანსიებზე და გახდით პროფესიონალი თქვენს სფეროში!