www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ინექსფონი
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 2 სექტემბერი

სატელეკომუნიკაციო კომპანია "inexPHONE" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თურქეთი, სტამბოლი
განაკვეთი: სრული

სამუშაოს აღწერილობა:

** ფილიალის საქმიანობის ეფექტური გაძღოლა და ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინირება და მონიტორინგი;
** ორგანიზაციაში მოქმედი კლიენტთა მომსახურების სტანდარტის მიხედვით, ფილიალში კლიენტთა ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა და აღნიშნული პროცესის პერიოდული შეფასება და მონიტორინგი;
** ფილიალის ბიზნეს გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და დაწესებული ბიზნეს გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
** პერიოდულად, ბაზრის ანალიზი და ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაბამისი წინადადების შემუშავება და წარდგენა კომპანიის მენეჯმენტისთვის;
** არსებული კლიენტთა ბაზის ანალიზი, კლიენტის ბიზნეს პოტენციალის სწორი განსაზღვრა, კლიენტის პოტენციალიდან გამომდინარე, შესაბამისი მოზიდვის აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვისა და საქმის დელეგირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
** დაგეგმვისა და დროის მენეჯმენტის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია);
** საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** გამართული მათემატიკური უნარები;
** ჯგუფის მართვის უნარები და გამოცდილება;
** თურქული, ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.

აუცილებელი მოთხოვნები (მნიშვნელოვანია!):

** კანდიდატი უნდა ფლობდეს თურქეთში ოფიციალური ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას;
** უნდა იყოს საცხოვრებლით უზრუნველყოფილი;
** კომპანია განიხილავს მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტაციის მქონე კანდიდატებს;
** კომპანია ასევე განიხილავს ეროვნებით თურქ კანდიდატებს.

დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 2 სექტემბრამდე გამოგზავნეთ CV, შემდეგ მისამართზე: hr@inexphone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია "მენეჯერი. სტამბული", წინააღმდეგ შემთხვევაში, მონაცემები ვერ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |