სასტუმრო "თიმბერ" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს დირექტორის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
** სასტუმროს მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** ქართული ტურიზმის სფეროს და ბაზარზე არსებული სპეციფიკის ცოდნა/გამოცდილება.
** უცხოელებთან და განსხვავებული კულტურის მქონე ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება.
** ლიდერობის უნარი;
** უნარი, იყო სამაგალითო თანამშრომლებისა და მომხმარებლებისათვის;
** სტრუქტურირებული და დამოუკიდებელი მუშაობის სტილი;
** ინიციატივის გამოჩენის მაღალი დონე;
** ინოვაციური სერვისების შექმნისა და რეალიზების უნარი.
** გუნდურობა და კომუნიკაბელურობის მაღალი ხარისხი;
** კომპანიის შემოსავლების ზრდის პერსპექტივების დანახვის/რეალიზების უნარი.
** ორგანიზების უნარი;
** სერვისზე და ხარისხზე მკაფიოდ გამოკვეთილი ორიენტაცია;
** მაღალი მოტივაციის, სამუშაო დროსთან მიმართებაში მოქნილი, მეგობრული და ღია მუშაობის სტილი;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით Excel, Word);
** უცხო ენების მაღალ დონეზე ცოდნა (ინგლისური, რუსული).
თქვენი ამოცანები (ფუნქციები):
** სასტუმროს მართვა დამოუკიდებლად.
** პერსონალის დაგეგმვა და პერსონალის მართვა.
** ჯავშნების მოზიდვა, B2B კლიენტებთან ურთიერთობების დამყარება.
** სასტუმროში დამსვენებლებზე მორგებული გარემოსა და სერვისის შექმნა.
** სასტუმროს მფლობელების მიერ შედგენილი მართვითი პროტოკოლის დაცვა და მათი მითითებების შესრულება.
** ყოველკვირეული ფინანსური და ოპერაციული მონაცემების წარდგენა.
** გაყიდვების პროცესის, ფინანსების მართვა და კონტროლი.
** მომწოდებლებთან ურთიერთობა (ახალი ალტერნატივების ძიება, კომპანიის სასარგებლოდ)
** პასუხისმგებლობების სფეროების განაწილება.
ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია: CV, დიპლომ (ებ)ი, აქტუალური ფოტო.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ყველა ჩამოთვლილი დოკუმენტაცია გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: georgianhotelsgroup@gmail.com
გთხოვთ, ნუ გამოაგზავნით თქვენს რეზიუმეს მითითებულ ელფოსტაზე, თუ თქვენი საკვალიფიკაციო და პირადი უნარები არ შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.